
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პარტნიორს - ცნობილ მეგაბრენდს SICIS.
რომელიც მდებარეობს იტალიის, ქალაქ რავენაში. რავენა ცნობილია, როგორც იტალიური მოზაიკის კულტურის ფუძემდებელი XVI საუკუნიდან და ამ კულტურის ერთადერთი და განუმეორებელი გამაგრძელებელი დღევანდელ მსოფლიოში არის SICIS მეგასაწარმო, რომელიც ქმნის შეუდარებელ ხელოვნების ნიმუშებს.
SICIS აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მოზაიკის და ინოვაციური საფარის მასალებს, ასევე დიზაინს და მოპირკეთებას, სადაც თითოეული მოზაიკა ქმნის ერთიან მთლიან სურათს რომელიც დაუვიწყარი ემოციებით ავსებს მნახველს. შეიქმნა სტილი SICIS Interiors, რომელიც დიდ როლს თამაშობს თანამედროვე კონცეფციის შემუშავებაში. ინტერიერის დიზაინი, რომელშიც თითოეული ნივთი, დაწყებული ავეჯიდან დამთავრებული აქსესუარებით, ქსოვილებითა და ზედაპირებით, ინტეგრირდება სივრცეში ჰარმონიული და შეკრული გარემოს შესაქმნელად.