top of page
  • საგარანტიო პირობები:
    ჩვენთან შეძენილი ნივთი დამზადებულია ხარისხის მსოფლიო სტანდარტის ISO მოთხოვნების შესაბამისად და აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეძენილი ავეჯი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან არის ინტიმური ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი.
    ამიტომ პროდუქტის არჩევისას, აუცილებლად მაქსიმალური  ყურადღება მიაქციეთ ზომის, მოდელის, მასალის, ფერის, სისრულის შესაბამისობას. თქვენს მიერ გამოვლენილი მექანიკური ან სხვა სახის დაზიანების აღმოფხვრას შევძლებთ ავეჯის ადგილზე მოტანისას იმ შემთხვევაში, თუ დეფექტი გამოწვეულია ქარხნული წუნით.
    მწარმოებელი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ავეჯის დიზაინში, რაც არ შეცვლის ერთიან იერსახეს.

    უფასო საგარანტიო რემონტი არ ხორციელდება:

     

    • თუ საგარანტიო ვადა გასულია

    • მოვლის ინსტრუქციაში მითითებული ავეჯის ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

    • მექანიკური დაზიანების არსებობისას: ტრანსფორმაციის მექანიზმსა და ნაწილებზე დასაშვები დატვირთვების გადაჭარბებისას დასაჯდომზე, თეთრეულის ყუთიზე, სამაჯურებზე, გასაშლელ მექანიზმზე. ზურგზე...

    • მომხმარებლის, ან მესამე მხარის მცდარი ან განზრახ ქმედებების შედეგად პროდუქტის დაზიანებისას, ასევე შინაური ცხოველების მიერ დაზიანებისას.

    • პროდუქტის დიზაინში ან მის შეკეთებაში უცხო ჩარევის კვალის არსებობისას.

    • ავეჯის ისეთ პირობებში შენახვისას, რომელიც არ აკმაყოფილებს მწარმოებლის მოთხოვნებს.

    • ავეჯის ექსპლუატაციის წესისა და პასპორტში მითითებული ავეჯის მოვლის წესების დარღვევის შემთხვევაში;

    • თუ პროდუქტს აქვს უნებართვო ჩარევის ან რემონტის კვალი საგარანტიო მოწმობის გარეშე;

    • პროდუქციის დიზაინში არასანქცირებული ცვლილებების გამოვლენისას;

    • განზრახ ზიანი, სტიქიური უბედურება, არასათანადო გამოყენება, შინაური ცხოველების მიერ დაზიანება, ტემპერატურული და მექანიკური დაზიანება (მაგალითად, რკინა ან ცეცხლი),   ქიმიური ნივთიერებების, სითხეების და მწერების დაზიანება.

    ამ შემთხვევებში მომსახურება - შეკეთება ხორციელდება მომხმარებლის ხარჯზე.

  • შეძენა:
    1.ავეჯის შეძენა შესაძლებელია , როგორც შოურუმიდან, ასევე ჩვენი მაღაზიის საწყობიდან.
    2.შეძენა შესაძლებელია ასევე შეკვეთით, სასურველი მოდელის , ზომის, ხის ფერის და ქსოვილის კატეგორიის ამორჩევით.
     
    თანხის გადახდა:
    1. გადახდა ხდება მაღაზიაში, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშწორებით (პლასტიკური ბარათი, ჩარიცხვა).
    2. გადახდა ხდება ონლაინ, ინტერნეტ-ბანკით კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა, ინვოისის საფუძველზე.
    3. გადახდა შესაძლებელია ჩასარიცხვი აპარატების საშუალებით კომპანიის ანგარიშზე.
    4. გადახდა შესაძლებელია საბანკო განვადებით.

    ავეჯის მიწოდება
    1. მომხმარებლის მიერ შეძენილი ავეჯის მიწოდება და აწყობა თბილისის ფარგლებში შედის ნივთის ღირებულებაში (სართულებზე ატანის ღირებულება ურთიერთშეთანხმებით).
    2. სასაწყობიდან ან შოურუმიდან შეძენის შემთხვევაში, თბილისში და მის შემოგარენში, მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე ავეჯის მიწოდება ხდება მაქსიმუმ 1-3 დღის ვადაში,
    3. შეკვეთის შემთხვევაში, ავეჯის ჩამოტანის და მისამართზე მიწოდების მინიმალური ვადა არის 2 თვე, ხოლო მაქსიმალურ ვადა - 3-4 თვე.
    4. თბილისის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების ღირებულება და მიწოდების ვადა განისაზღვრება მანძილის მიხედვით, მხარეებს შორის წინასწარი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
    5. ავეჯის ტრანსპორტირებას, მისამართზე მიწოდება-აწყობას ახორციელებს პროფესიონალი და გამოცდილი ხელოსნების ჯგუფი.

დაბრუნების პოლიტიკა გაწერილია ხელშეკრულებაში.

bottom of page